четверг, 17 марта 2011 г.

ეკოლოგია



  1. პროექტის მთავარი იდეა:გარემოს დაცვა
  2. პროექტის აქტუალობა:ბავშვებმა განიხილეს თუ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის ტყეს,წყალს და სხვა ბუნებრივ რესურსებს.                                                      მონაწილეები ერთიანდებიან ჯგუფებში,ყურადღებით უსმენენ წაკითხულ მასალას,მსჯელობენ,მართავენ დისკუსიებს,აკეთებენ დასკვნებს,გამოთქვამენ მოსაზრებებს
  3. პროექტის მიზნები:თუ რას ნიშნავს დანაგვიანებული გარემო,როგორ ხდება გარემოს დანაგვიანება,რა მნიშვნელობა აქვს ადამიანებისთვის ტყეს,წყალს და სხვა ბუნებრივ რესურსებს
  4. მონაწილეთა ასაკი: VIII-IX კლასები 
  5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
  6. მოსალოდნელი შედეგები,რაც შეიძლება შიქმნას:სანამ ადამიანის მენტალიტეტში არ განმტკიცდება ჩვენი სოფლებისა და ქალაქების,მდინარეებისა თუ ტყეების,ველ- მინდვრების,ზოგადად,გარემოს სისუფთავისადმი სათუთი დამოკიდებულების კულტურა,ამ მხრივ პრობლემები კარგა ხანს გვექნება
  7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:პოლიეთილენის პარკები,ნიჩბები,პლაკატები.მაგ."ნუ დავკარგავთ ღვთისგან მოცემულს,მან ის გვიბოძა,რათა ჩვენ დავიცვათ",   "ბუნება არ უნდა გავანადგუროთ არა წესის შიშით,არამედ ბუნების სიყვარულით"
  8. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):ბავშვები გადიან მდინარის სანაპიროებზე,სადაც მოსახლეობას უკანონოდ გააქვს ნაგავი,რაც აბინძურებს მდინარეებს.ბავშვები პროტექსტს გამოხატავენ უფროსების მიმართ,რომლებიც უგულოდ ექცევიან გარემოს,აბინძურებენ და ზიანს უქმნიან გარემო პირობებს. "ბუნება საოცრად ლამაზია და ამიტომ ბუნების დაბინძურება ღვთის ქმნილების დამახინჯებაა"
  9. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):თამილა დოლიძე
  10. ხელმძვანელის ელ.ფოსტა:tam.dolidze@gmail.com
  11. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: tamdolidze.blogspot.com